-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ძიმცეიშვილი ნანული გვანჯის ასული (09.04.1950, ზუგდიდი), ეკონომისტი, ეკონომიკის აკად. დოქტორი, დოცენტი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის სპეციალობით (1973). სწავლობდა ასპირანტურაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის განხრით (1973-1976). მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მიმოქცევის ხარჯების აღრიცხვისა და ანალიზის სრულყოფის საკითხები ვაჭრობაში“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი (1982). მუშაობდა: თსუ-ში ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონ. ანალიზის კათედრაზე მასწავლებლად; დოცენტად (1982-1985); მოსკოვის კოოპერაციის ინ-ტში (თბილ. ფილიალი) ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების ხელმძღვანელად (1985-1988); ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ. -კვლევით ინ-ტში ფინანსების განყ-ბის წამყვან მეცნ.-თანამშრომლად (1988-1998); საქართვ. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნ. კვლევით ინ-ტში წამყვან მეცნ.-თანამშრომლად (1994-2005); დღემდე სოხუმის სახელმწ. უნ-ტში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად (1994-დან). არის სერთიფიცირებული აუდიტორი (1998-დან). გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი და სამი სახელმძღვანელო.
თხზ.: ძიმცეიშვილი, ნ. (1985). სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია და მისი შედეგების აღრიცხვა ვაჭრობაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ძიმცეიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2007). ეკონომიკური ნალიზი: ნაწ. 2. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941120251; ძიმცეიშვილი, ნ. (თანაავტორი). (2008). საბუღალტრო საქმე: ტ. 1. თბ., ტექნ. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941141775; ძიმცეიშვილი, ნ. (2009). ბუღალტრული აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში. თბ., სოხუმის სახელმწ. უნ-ტი, UBG; ძიმცეიშვილი, ნ. (2012). მმართველობითი აღრიცხვა. თბ., წიგნის სახელოსნო, ISBN 9789941051142.